ჩვენ შესახებ

მოგესალმებით “ნება”-ში

გამოჯანმრთელების გზა იწყება ნებით. ნება იმისა, რომ შევიცვალო. 2022 წლიდან ჩვენი სარეაბილიტაციო ცენტრი არის ადგილი ადამიანებისთვის, რომლებიც ებრძვიან ნებისმიერი სახის დამოკიდებულებას. იქნება ეს ნარკოტიკი, ალკოჰოლი, თამაში, თვითდაზიანება, თუ კვებითი აშლილობა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ყველა ბრძოლის უკან დგას ადამიანი, რომელსაც უნდა იპოვოს გზა საკუთარი იდენტობისკენ. ჩვენ ვართ იმისთვის, რომ ეს გზა მათთან ერთად გავიაროთ.  

რა განგვასხვავებს

ჩვენ არ გვწამს შაბლონური გადაწყვეტილებების. ჩვენი უნიკალურობა ინდივიდუალურ მიდგომაში მდგომარეობს. იმ მომენტიდან, როდესაც პაციენტი ჩვენი ცენტრის ტერიტორიაზე შემოდის, ის ხდება კომპლექსური პროგრამის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს ყველა საჭირო ტექნიკურ, ემოციურ და სულიერ რესურსს ცხოვრების სრული ცვლილებისთვის.

ჩვენი პასუხისმგებლობა

ნება მეტია, ვიდრე უბრალოდ დაწესებულება; ჩვენ ვართ კომუნა, პროფესიონალთა ერთობა, რომელიც თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრის პიროვნულ ზრდას ემსახურება. ჩვენი გუნდი დაუღალავად შრომობს, რათა ბენეფიციარებში ჩამოაყალიბოს ის სიმტკიცე, რაც მათ საზოგადოებაში სრულფასოვან და ენერგიულ დაბრუნებაში დაეხმარება.

sasa