რატომ ვირტუალური სამყარო და არა რეალობა?

დღესდღეობით, ტექნოლოგიების ერის სამყაროში, მოზარდები სულ უფრო მეტად ირჩევენ გაჯეტებს, ვიდრე პირისპირ ურთიერთობებს. ეს ტენდენცია გამოწვეულია ფსიქოლოგიური, სოციალური და კულტურული ფაქტორების კომბინაციით.

მრავალი მოზარდი გრძნობს თავს არასწორად გაგებულად, შეუმჩნევლად. თვითშეფასების ნაკლებობის გამო ჩნდება გარიყვის, უარყოფის შიში. ისინი ხშირად მიმართავე თავდაცვის პრიმიტიულ მექანიზმს ''იზოლაცია'' — ამისათვის ზოგჯერ იყენებენ სმარტფონებს ან გაჯეტებს, ოჯახთან და მეგობრებთან დროის გატარების ნაცვლად.  ამ სახის თვითდაცვა ეხმარებათ ემოციური ტკივილის თავიდან აცილებაში, რომელიც დაკავშირებულია რთულ და არასასიამოვნო გამოცდილებებთან.

ესკაპიზმი (Escapism) არის ქცევის ფორმა, როდესაც ადამიანი რეალობისგან თავის არიდებას ცდილობს და არჩევს იმ საქმიანობებს ან ფანტაზიებს, რომლებიც ეხმარება მას სტრესის, ტკივილის ან პრობლემების დავიწყებაში. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი დამაზიანებელი სიხშირით განმეორებადი აქტივობა, იზოლაციის საშუალება - ვიდეო თამაშები, გაჯეტები, სოციალური ქსელების, ფილმები, წიგნები, სიზმრების სამყაროში ჩაძირვა ან მავნე ჩვევებში ჩართვა. 

ვირტუალური სამყაროს საშუალებით, მოზარდებს შეუძლიათ რეალური პრობლემებიდან გაქცევა. ვიდეო თამაშების, სტრიმინგ პლატფორმების და სოციალური მედიის საშუალებით, რაც სთავაზობს დროებით შვებას და სიამოვნებას.

ონლაინ სივრცე მათ საშუალებას აძლევს, თავი გამოხატონ ისე, როგორც შესაძლოა რეალურ ცხოვრებაში ვერ შეძლებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დასაწყისში ამან შესაძლოა შვება, თავისუფლების შეგრძნება, დროთა განმავლობაში შეიძლება შეაფერხოს რეალური თვითგაგება და გაზარდოს თავდაჯერებულობის ნაკლებობა.

როგორ მოქმედებს გაჯეტებზე დამოკიდებულება მოზარდის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე? ეკრანებთან ხანგრძლივი დროის გატარება იწვევს ძილის რეჟიმის დარღვევას, შესაძლოა გაიზარდოს შფოთვა და დეპრესიის რისკები.

ასევე შეიძლება აღინიშნოს, რომ თუ მოზარდი უკვე სერიოზულად არის დამოკიდებული ვირტუალურ გარემოზე, პროფესიონალური დახმარება (ფსიქოლოგის კონსულტაცია) აუცილებელი შეიძლება იყოს.

მოზარდების ვირტუალურ სამყაროში მისწრაფების მიზეზების გაგება მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების უფრო ჯანსაღი გამოყენების წახალისებისთვის. ღია კომუნიკაცია, მხარდაჭერა და დაბალანსებული მრჩევლობა დაეხმარება მათ რეალურ და ვირტუალურ სამყაროში ეფექტურად მობილიზებას. 

ავტორი: მარიამ კუჭავა

sasa