“ნებას” გუნდის წევრები, მოხალისეები და ბენეფიციარები 6 დღით იმყოფებოდნენ სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში. ეს პერიოდი მოიცავდა თხილამურებზე სრიალს, თერაპიულ ჯგუფებს და სხვადასხვა გასართობ აქტივობებს. კურორტზე ერთად წასვლამ ხელი შეუწყო ბენეფიციარებს ჯანსაღად განტვირთვაში, გართობაში და ურთიერთობების აღდგენაში.
რამდენიმე ბენეფიციარმა და გუნდის წევრმა სცადა პარაგლაიდინგი, ზოგმა მათგანმა კი პირველად გადაწყვიტა თხილამურებზე და სნოუბორდზე დადგომა მწვრთნელების დახმარებით. თავისუფალ დროს, სასტუმროში სამაგიდო თამაშების თამაშით ვატარებდით, რაც ავითარებს გონების სისხარტეს და ხელს უწყობს ურთიერთობების წახალისებას.
ეს 6 დღე მოიცავდა იდეალურ ბალანსს თავგადასავლებს, სპორტს, თერაპიასა და დასვენებას შორის. ყველა მონაწილე განტვირთული და შთაგონებული დაბრუნდა, ხალისიანი და თბილი მოგონებებით.