გზავნილი მშობლებს - როგორ დავეხმაროთ ტელეფონზე დამოკიდებულ ბავშვებს და მოზარდებს

დღევანდელ ტექნოლოგიურ სამყაროში ახალგაზრდები ბევრ დროს ატარებენ ელექტრო გაჯეტებთან, რაც უარყოფითად ისახება მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ძილზე და ურთიერთობებზე. ამ სტატიის მიზანია, მშობლებს და ახლობლებს მოგაწოდოთ ინფორმაცია თუ როგორ შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ მათ, ვისაც მსგავსი პრობლემები აქვთ. დაიწყეთ საკუთარი ეკრანის გამოყენების შემცირებით. გადადეთ ტელეფონები ოჯახთან ერთად ყოფნის დროს. დააწესეთ მკაფიო წესები, როგორიცაა ტელეფონის აკრძალვა ჭამის დროს ან ძილის წინ. შექმენით გაჯეტებისგან თავისუფალი ზონები, რაც ბავშვებს უბიძგებს განავითარონ ფანტაზია და მოძებნონ სხვა საინტერესო გასართობები. 

ძალიან მნიშვნელოვანია, გაიგოთ, თუ რა მიზეზით არიან ისინი მიჯაჭულები თავიანთ ეკრანებს, რა არის ის რასაც გაურბიან და ვერ უმკლავდებიან. იყავით გამგებები და მხარდამჭერები. 

მას შემდეგ შეგიძლიათ შესთავაზოთ მათ ახალი აქტივობები: გასეირნება პარკში, ატრაქციონები, სპორტი, საცურაო აუზზე გასვლა, ერთად საჭმლის მომზადება და ა.შ..

შეუწყვეთ ხელი რეალურ ცხოვრებაში სოციალური უნარების განვითარებას, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის წახალისებით. აღნიშნეთ მცირე მიღწევები და წაახალისეთ მათი პროგრესი ტელეფონის გამოყენების შემცირებისკენ. უზრუნველყავით სტაბილური ძილის რეჟიმი, რაც მათ ძილის ხარისხს გააუმჯობესებს.

თუ ტელეფონის გამოყენება სერიოზულად აისახება მათი კეთილდღეობაზე, გაიარეთ კონსულტაცია ფსიქოლოგთან ან თერაპევტთან. პროფესიონალური დახმარება დაგეხმარებათ პრობლემის საფუძვლების დადგენასა და სტრატეგიების შემუშავებაში.

მოთმინებით და თანმიმდევრულობით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს შვილს, რომ ჩამოუყალიბდეს ჯანსაღი ჩვევები და უფრო მეტად ისიამოვნოს ცხოვრებით და იმით, რაც რეალურად არის გარშემო. 

 

ავტორი: მარო კუჭავა, 17 წლის

sasa