თბილისში დაფიქსირდა ზედოზირების შემთხვევები, მათ შორის ლეტალური შედეგით, ნივთიერების მიღების შემდეგ, რომელიც რეალიზდება როგორც კოკაინი.
ნარკოტიკის შემადგენლობაში აღმოჩნდა ფენტანილი და კრისტალური მეთადონი — სინთეზური ოპიოიდები, რომლებიც საშიშია მინიმალურ დოზებშიც კი.
მსგავსი შემთხვევები მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში, ძირითადად ახალგაზრდებში.
რა არის ფენტანილი?
ფენტანილი — ეს არის სინთეზური ოპიოიდი, რომელიც 50–100-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე მორფინი.
ის გამოიყენება მედიცინაში ძლიერი ტკივილის შესამსუბუქებლად, განსაკუთრებით ონკოლოგიური პაციენტებისთვის, მაგრამ შავ ბაზარზე ფენტანილი ხშირად გამოიყენება სხვა ნარკოტიკებთან (ჰეროინი, კოკაინი, მეტამფეტამინი) შერევით, რათა გააძლიეროს ეფექტი.
ამის შედეგად ის ხდება უკიდურესად საშიში.
მხოლოდ 2 მილიგრამი ფენტანილი საკმარისია სიკვდილის გამოწვევისთვის.
რატომ არის ფენტანილი სასიკვდილო?
-
შეუძლებელია ზუსტი დოზის განსაზღვრა – მოქმედ და მომაკვდინებელ დოზას შორის განსხვავება მინიმალურია.
-
მომხმარებელმა ხშირად არ იცის, რას მოიხმარს.
-
სიკვდილი შეიძლება დადგეს მყისიერად – სუნთქვის დათრგუნვის გამო
სტატისტიკა
გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის (UNODC) მონაცემებით,
ფენტანილი იყო 70,000-ზე მეტი ზედოზირებით სიკვდილის მიზეზი მხოლოდ აშშ-ში 2023 წელს.
ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევები, თუმცა რეალური სტატისტიკა ხშირად შემცირებულია —
ლაბორატორიული ტესტების ნაკლებობისა და ბაზრის ჩრდილოვნობის გამო.
რას უნდა გავაკეთოთ ფენტანილით მოწამვლის შემთხვევაში?
-
დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
-
აკონტროლეთ სუნთქვა
-
არ დატოვოთ ადამიანი მარტო
ეს შემთხვევები თბილისში — საგანგაშო სიგნალია:
ფენტანილის შემცველი ნივთიერებები უკვე არსებობს ადგილობრივ ბაზარზეც.
ნებისმიერი ნივთიერების მოხმარება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის შეძენილია უცნობი წყაროდან — პირდაპირი საფრთხეა სიცოცხლისთვის.
კონტაქტი