ჩვენი 6-თვიანი სარეზიდენტო პროგრამა ეფუძნება პიროვნების სრულ ტრანსფორმაციას. ჩვენ ვიყენებთ საერთაშორისო სტანდარტებსა და ინდივიდუალურ მიდგომას, რათა დაგეხმაროთ დამოკიდებულების დაძლევასა და ახალი ცხოვრების დაწყებაში.
-
თერაპიული მეთოდოლოგია: პროგრამა მოიცავს გეშტალტ-თერაპიას, ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებას (NLP) და NARM-ს, რაც მიზნად ისახავს ტრავმების დამუშავებასა და ქცევითი ცვლილებების სტიმულირებას.
-
ინდივიდუალური და ჯგუფური მხარდაჭერა: პერსონალური სესიები და ჯგუფური თერაპიები ერთმანეთს ავსებს. ჯგუფებში დამატებულია ფსიქო-განათლება, რაც ბენეფიციარებს ეხმარება დამოკიდებულების ბუნების უკეთ გაგებასა და მართვაში.
-
სამედიცინო მხარდაჭერა: ბენეფიციარებს აქვთ მუდმივი ფსიქიატრის მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს მენტალური ჯანმრთელობის სტაბილურობას მთელი პროცესის განმავლობაში.
-
სეზონური ბანაკები: რეაბილიტაციის განუყოფელი ნაწილია ზაფხულის, შემოდგომის და ზამთრის ბანაკები, სადაც ბუნებასთან კონტაქტი და გარემოს შეცვლა აჩქარებს აღდგენის პროცესს.
-
აქტიური ცხოვრების წესი: ფიზიკური გაჯანსაღებისთვის პროგრამაში ჩართულია სპორტული აქტივობები: ფეხბურთი, პადელი და კრივის ვარჯიშები.
-
ჰოლისტიკური პრაქტიკა: იოგა, Mindfulness (გაცნობიერებული მედიტაცია), არტ-თერაპია და სულიერი ჯგუფები.
კონტაქტი